logo
ENG



ახალქალაქის სოფელ ტურცხის მცხოვრებლებმა უწყლობა გააპროტესტეს

07 აგვ 202115:14
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის სოფელ ტურცხის მცხოვრებლები სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის არარსებობას აპროტესტებენ.

ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ.

სოფელ ტურცხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მათი პრობლემით არ ინტერესდება, უწყლობით კი ნარგავები ფუჭდება. 

პრობლემა ექმნება პირუტყვსაც. 

მათივე თქმით, უწყლობის გამო სოფელში არსებული ტბაც დაშრა, რის გამოც ტონობით თევზი დაიხოცა.

მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის გადაჭრას მოითხოვს.


close დახურვა